ბოიკოტი "მთავარ არხს" და შეზღუდვა თავისუფალი მედიას - თეა წულუკიანი ჟურნალისტებს საზღვრებს უწესებს. კულტურის სამინისტროში ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე "მთავარი არხი" არ მიუწვევიათ, თუმცა პოლიტიკური აქტივობის შესახებ წყაროებით გავიგეთ და მთავრობის წევრს უწყებაში მივაკითხეთ.
კულტურის სამინისტროს კარი "მთავარი არხისთვის" დაიკეტა. ნახევარ-საათიანი დაყოვნების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა გადამღებ ჯგუფს ბრიფინგზე დასწრების საშუალება არ მისცა.
მიზეზი სპეციალური ე.წ სიებია, სადაც წერია ვის აქვს წულუკიანთან მიახლოების უფლება და ვის არა. უსაფრთხოების სამსახურის ამ სიაში მხოლოდ სამთავრობო არხები ეწერა "მთავარ არხს" კი უთხრეს, რომ ამის გამო ბრიფინგზე დასწრების უფლება არ აქვს.
"ბრიფინგი დაწყებულია, მე კანცელარიის თანამშრომელი ვარ, მე არ მაქვს ამაზე პასუხი", - თქვა კანცელარიის თანამშრომელმა.
პრესსამსახურმა "მთავარი არხის" ზარებს ჯერ არ უპასუხა, შემდეგ კი ტელეფონი საერთოდ გათიშა.