საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 62 ადამიანი, 4 428 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 51 440 კვლევა, აქედან 36 162 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 15 278 PCR-ით. 22 ნოემბერს აიცრა 9 594 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,89%-ია, ბოლო 14 დღის - 9,11%-ია, 7 დღის - 8,97%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 819 182 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 759 657 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 615 კი გარდაიცვალა.