სროლა ბაგებში - დააკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

ვაკეში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს - მათგან ერთი მერაბ ხიდაშელია, რომელსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. ბიზნესმენს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. გამოძიება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს რა მტკიცებულება აქვს მის წინააღმდეგ.

მეორე დაკავებული კი, რომელიც სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს, მერაბ გურჩიანია, რომელიც "მთავარის" ინფორმაციით, ლაუნჯ "არტ ჰაუსის" მეწილეა. 

ბრალს არ აღიარებს. დღეს ვაპირებ შეხვედრას, დღის მეორე ნახევარში. მინდა გავესაუბრო საქმის დეტალებთან დაკავშირებით. იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ვრცელდება დღეს მედიაში. მეორე დაკავებულთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და მაინტერესებს ვინ არის რა ხდება რა კავშირებია და ა.შ, - ამბობს დაკავებული მერაბ ხიდაშელის ადვოკატი, დავით კორკოტაშვილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ბარ "არტ ჰაუსის" მეწილეები, მერაბ ხიდაშელი და გიორგი წიკლაური დაუპირისპირდნენ. 

სისხლიანი გარჩევის შედეგად გიორგი წიკლაური და მისი მეგობარი ირაკლი პაპავა დაიჭრნენ. დაკავებულია დაპირისპირებაში კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი