მესამე პრეზიდენტის მიმართ წამებისა და არაასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დღეს იოსევ განახლდა. ამჯერად სახელმწიფო ინსპექტორთან ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი იმყოფება. სპეციალისტები გამოძიებას ყველა იმ დოკუმენტს მიაწვდიან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ უმძიმესი დანაშაულის ფაქტებს ეხება.
"ვნახავთ რა ეტპაზე იმყოფება გამოძიება, რით შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ გამოძიებას, იცით, რომ ცენტრმა ემპათიამ მოამზადა დასკვნა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, ამჟამად ექსპერტიზა გრძელდება, ჩვენ მივმართეთ პენიტენციურ სამსახურს, რომ დაშვებულ იქნას ექსპერტთა ჯგუფი გორის ჰოსპიტალში, ვინაიდან ჩვენ ნებართვა გქვონდა მე-18 დაწესებულებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ხელის შეშლას არ უნდა ჰქონდეს ადგილი ექსპერტიზასთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენი შეფასებით ეს იყო წამების ფაქტი, შესაბამისად, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს 144 პრიმა მუხლით. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენ ჩვენს რეკომენდაციებს მივცემთ სახელმწიფო ინსპექტორსაც, თუ საჭირო გახდება რა თქმა უნდა ადვოკატებთან და მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით დასკვნასაც გადაცვემთ", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოა, თუ როგორ წარიმართება გამოძიება, რა ფიგურანტები გამოიკვეთება, ვინაიდან მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ ან ხელს უწყობდნენ მიხეილ სააკაშვილის წამებას ციხეში.