
ბრაზილიამ ეპიდემიით გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიას გაუსწრო. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში კვრონავირუსს 34 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის სამხერთ რეგიონებში, სადაც ეპიდემიასთან გამკლავება ვერ ხერხდება. ამ დროისათვის, ბრაზილიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 615 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.