კიდევ 64 გარდაცვლილი და 3 201 ახალი შემთხვევა - 24 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 64 ადამიანი, 4 098 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 26 588 კვლევა, აქედან 14 401 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 187 ​PCR-ით. 23 ნოემბერს აიცრა 3 707 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 12,04%-ია, ბოლო 14 დღის - 9,15%-ია, 7 დღის - 9,19%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 383 შემთხვევა;
  • აჭარა - 141;
  • იმერეთი - 536;
  • ქვემო ქართლი - 187;
  • შიდა ქართლი - 244;
  • გურია - 111;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 263;
  • კახეთი - 155;
  • მცხეთა-მთიანეთი - 60;
  • სამცხე-ჯავახეთი - 93;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 46 923 აქტიური შემთხვევაა. 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 592, აჭარაში - 525, იმერეთში - 1 416. მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში - 663, აჭარაში - 126, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი,  მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 44, იმერეთში - 39. 1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 212 - აჭარაში.

39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 44 982 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 822 383 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 763 755 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 679 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი