საქართველოში ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკან დაბრუნებისას, საზღვარზე PCR ტესტი არ დასჭირდებათ

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში სახმელეთო გზით ბრუნდებიან და სამშობლოში არიან ვაქცინირებული, საზღვარზე PCR ტესტის წარდგენა აღარ მოუწევთ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან", - თქვა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, საჰაერო გზით შემოსვლისას ეს ვალდებულება ისედაც მოხსნილი იყო.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი