სპეცრაზმი და ჯავშანტექნიკა ვარკეთილში - მომხდარის ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

გამოქვეყნდა:

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში უმისამართოდ ისროდა, 45 წლის დავით ივანოვია. ამ დროს სახლში მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა. ივანოვმა გასროლა მისივე კუთვნილი იარაღიდან მოახდინა. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. ცნობილი ხდება, რომ მამაკაცს შემაკავებული ორდერი აქვს გამოწერილი და ოჯახური კონქფლიქტის ნიადაგზე ის პირობითი მსჯავრის ქვეშაც იმყოფებოდა

სამართალდამცველებმა ბინიდან ივანოვის ცოლ-შვილი უკვე გამოიყვანეს. ამჟამად მოლაპარაკებები მასთან მიმდინარეობს. მამაკაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაშია.

შუამთის 22 ნომერი სამართალდამცველების ალყაშია. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და ჯავშანტექნიკა. პოლიცია ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთი საათის წინ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ივანოვმა საკითარი შვილების დაშინების მიზენით ჯერ სახლში ისროლა, მას შემდეგ კი რაც ოჯახის წევრებმა ბინა დატოვეს, უკვე გარეთ, უმისამართოდ გახსნა ცეცხლი.

უსაფუძვლოდ მოუვიდა თავის შვილებთან კონფლიქტი, რის გამოც იარაღიდან გაისროლა რამდენჯერმე შვილების შესაშინებლად. შვილები გამოერიდნენ, უსაფრთხოდ არიან, მაგრამ არის არაადეკვატური და ჩაკეტილია სახლში, - ამბობს ერთ ერთი თვითმხილველი.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ივანოვის ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი