
გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, უკრაინის მოქალაქის, ეგორ გრეგენკოს ადვოკატს ექსპერტიზის ბიუროში ამ დრომდე არ უშვებენ. როგორც ჯაბა კოჭლამაზიშვილი ამბობს, არ შეუშვეს არც ციხეში. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ის უყურადღებობის გამო დაიღუპა.
როგორც კი მითხრეს, რომ გარდაიცვალა, ციხესთან ვიყავი ისედაც და არ შემიშვეს. ამ წუთებში ადამიანი გადმოსვენებულია სამხარაულში და აქ ვარ. ვითხოვ ამ საქმეში ჩართულობას და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოწოდებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, არცერთ პატიმართან არ ჰქონდა დაპირისპირება, იგი უჩიოდა ჯანმრთელობის პრობლემებს. ჩემი აზრით, უყურადღებობის გამო რაღაცა მოუვიდა, რამაც გამოიწვია აღნიშნული, - ამბობს ჯაბა კოჭლამაზიშვილი.
ავტორი: საბა ბუაძე