მკვლელობა ბოლნისში - 32 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

გამოქვეყნდა:

მკვლელობა ბოლნისში - შემთხვევა სოფელ ქვემო ბოლნისში მოხდა, სადაც 32 წლის კაცი მოკლეს. ვინ და რატომ გაუსწორდა მამაკაცს უცნობია. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ მკვლელობის ღამით მამაკაცი მეგობართან იმყოფებოდა. თუმცა, არ იციან რა ვითარებაში და როგორ მოკლეს ახალგაზრდა. სოფელში ამბობენ, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 

მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სამი ჭრილობა აქვს. 

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი