მეტრო "გოცირიძე" 9 თვეა ჩაკეტილია - სატრანსპორტომ 2 წელში ტენდერი 10-ჯერ გამოაცხადა 

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მეტროსადგური გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2018-2020 წლებში ტენდერი 10-ჯერ გამოცხადდა.

გამარჯვებულ კომპანიას სამუშაო 3 მილიონ ლარზე მეტის სანაცვლოდ 210 დღეში უნდა დაესრულებინა.

ვადების დარღვევისა და სამუშაოების არაჯეროვანი შესრულების გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, ხელშეკრულება აღარ გააგრძელა.

მერიამ მეტროს ჩაკეტვა 3 თვით დააანონსა, მაგრამ უკვე 9 თვეა მეტროსადგური არ ფუნქციონირებს და კომპანიას სამუშაოს ნახევარიც არ შეუსრულებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი