კიდევ 57 გარდაცვლილი და 4 331 ახალი შემთხვევა - 25 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 57 ადამიანი, 4 804 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 987 კვლევა, აქედან 32 808 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 179 ​PCR-ით. 24 ნოემბერს აიცრა 9 398 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,17%-ია, ბოლო 14 დღის - 9,06%-ია, 7 დღის - 9,06%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 623 შემთხვევა;
  • აჭარა - 184;
  • იმერეთი - 822;
  • ქვემო ქართლი - 245;
  • შიდა ქართლი - 428;
  • გურია - 86;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 326;
  • კახეთი - 311;
  • მცხეთა-მთიანეთი - 140;
  • სამცხე-ჯავახეთი - 133;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 826 714 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 768 559 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 736 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი