ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა - შეიარაღებული პირი პოლიციას ჩაბარდა

გამოქვეყნდა:

45 წლის დავით ივანოვი, რომელიც ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.

აღნიშნულმა პიროვნებამ საცხოვრებელი სახლი მოლაპარაკებების შედეგად დატოვა. ჩაგვბარდა, ჩვენთან არის. უსაფრთხოდ არის, არავინ არ დაშავებულა ამ ღონისძიების შედეგად. მას უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ სროლის დროს სახლში მამაკაცის ცოლ-შვილიც იმყოფებოდა. ივანოვმა გასროლა მისივე კუთვნილი იარაღიდან მოახდინა. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. ცნობილი ხდება, რომ მამაკაცს შემაკავებული ორდერი აქვს გამოწერილი და ოჯახური კონქფლიქტის ნიადაგზე ის პირობითი მსჯავრის ქვეშაც იმყოფებოდა.

შუამთის 22 ნომერი სამართალდამცველების ალყაში დილიდან იყო მოქცეული. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და ჯავშანტექნიკა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი