"ჩათვალეთ, რომ პუტინი ოფიციალურად არის ჩვენს ქვეყანაში" - თამთა მურადაშვილი "მთავარი არხის" დაჯარიმებაზე

გამოქვეყნდა:

ის, რაც დღეს მოხდა არის სრული კატასტროფა. ჩათვალეთ, რომ პუტინი ოფიციალურად არის ჩვენს ქვეყანაში - ასე შეაფასა "მთავრი არხის" იურისტმა თამთა მურადაშვილმა ბექაურის კომისიის დღევანდელი სხდომა, რომელზეც "მთავარი არხი" 112 000 ლარით დააჯარიმეს.

"მარეგულირებელ კომისიას მუხრუჭი აღარ აქვს, პირდაპირ ასრულებენ რუსეთის რეჟიმის დავალებებს, ამ ხელისუფლების დავალებებს და მათი განზრახვა არის, რომ საბოლოოდ მოკლას თავისუფალი სიტყვა, ან თავისი ხელით, ან ისეთი ჯარიმები დაგვაკისრონ, რომ ფინანსურად მოგვახრჩონ" ამბობს მურადაშვილ.

კომუნიკაციების კომისიამ კი კოლოსალური ჯარიმის მოტივად არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელება დაასახელა. 

სანქცირება კომისიამ "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, "ქართული ოცნების" წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება. 

ასევე, ტელეკომპანია დაჯარიმდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არაადამიანური მოპყრობის საქმის ფიგურანტების შესახებ მომზადებული კლიპების გამოც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი