მე რომ ქუჩაში ვიცეკვო, ჩემს მიმართ აგორებული კამპანია რანაირი იქნება... - მოსამართლეობის კანდიდატი 

გამოქვეყნდა:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნინო სანდოძე მიიჩნევს, რომ ის წერილი, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების პასუხად გაავრცელა, არანაირად არ უშლის ხელს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამ თემაზე მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კითხვა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა დაუსვა.

"ერთ-ერთი ვიზიტის დროს, რომელიც ეხებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, გახლდით ლოს-ანჯელესში და ერთი სასამართლოდან მეორეში რომ გადავდიოდით ფეხით, შეხვედრების დროს, ქუჩის მუსიკოსი ქუჩაში უკრავდა და ჩვენი მასპინძელი მოსამართლე, რომელიც დღესაც ფედერალური მოსამართლეა, ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე ჩვეულებრივად ცეკვა დაიწყო ქუჩაში და ჩვენც გვითხრა, რატომ ერიდებითო?! ეს არის თავისუფლების ხარისხი, რომელიც იმ ხალხმა მოიპოვა წლების მანძილზე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო და ჩემ თავს ეს უფლება მივცე, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია რანაირი იქნება ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ როდესაც ვედრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს წინაპირობებიც გავითვალისწინოთ", - თქვა ნინო სანდოძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობოების, პარტნიორებისა და ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად "ქართული ოცნება" მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს აგრძელებს. სხდომას "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი