
უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით უზენაეს სასამართლოს კიდევ 4 ახალი უვადოდ დანიშნული მოსამართლე ეყოლება. - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წევრი, გვანცა წულუკიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა დასრულდა და პროცესი "ოცნებამ" სრული იდილიის ფონზე ჩაატარა - "პეპლები დაფრინავდნენ დარბაზში, “ჭუკჭუკებდნენ” კანდიდატები და ოცნების წარმომადგენლები",- წერს წულუკიძე.
"დასრულდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის 2 დღიანი არალეგიტიმური პროცესი საქართველოს პარლამენტში. ვისაც გახსოვთ 2019 წლის მოსმენები, წარმომადგენლობითი ჩართულობით, ოპოზიციური პარტიების მწვავე შეკითხვებით, (გიგა ბოკერიას კითხვები იყო ჩემი ფავიროტი) როდესაც თითო კანდიდატს მთელი დღე უსმენდნენ, და ყველა გასაუბრება იყო მართლაც ძალიან საინტერესო და კანდიდატების ლუსტრირების კარგი პროცესი, როგორ ველოდებოდით გიორგი მშვენიერაძის კითხვებს (არ ვარ მიკერძოებული, ძალიან ბევრი ამბობდა ამას) გული დაგწყდებოდათ იმაზე, რაც ამ 2 დღის განმავლობაში ნახეთ. პეპლები დაფრინავდნენ დარბაზში, “ჭუკჭუკებდნენ” კანდიდატები და ოცნების წარმომადგენლები, ფრიდონ ინჯიას კითხვები კიდევ უფრო კვალიფიციურად წარმოაჩენდა კანდიდატებს და ასე შეხმატკბილებულად ჟღურტულებდნენ, სანამ იდილიას ოდნავ არ დაურღვევდა 2 ოპოზიციური პარტიის, მოქალაქეების და გახარიას გუნდის წარმომადგენლები და მერე ცოტას გააბრაზებდა კახა წიქარიშვილი თავისი შეკითხვებით კლანზე და სასამართლოში პოლიტიკურ გავლენებზე. ეს იდილია ცოტათი დაუფრთხო გუშინ ანა ნაცვლიშვილმა, რაზეც ოცნების დეპუტატების აღშფოთებაც ვიხილეთ. თუმცა მალე აღადგინეს წონასწორობა, კოლექტიურად დაგმეს ანა და გააგრძელეს ჟღურტული.
მიუხედავად იმისა, რომ ოცნებას გულით უნდოდა პროცესში პროფესიის წარმომადგენლების ჩართულობაზე ხაზგასმა და ყოველი გასაუბრების შემდეგ ხმამაღლა მადლობას უხდიდა მათ, პროცესში მონაწილეობა არც სახალხო დამცველს მიუღია, არც აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც ოპოზიციის დიდ ნაწილს
უახლოეს დღეებში კი დიდი ალბათობით უზენაეს სასამართლოს კიდევ 4 ახალი უვადოდ დანიშნული მოსამართლე ეყოლება",- წერს გვანცა წულუკიძე.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს აშშ-ს საელჩო კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა. წერილში პირდაპირ წერია, რომ "აშშ-ს საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია"