"ძალიან მაწუხებს, როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე - "კლავს" | უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი 

გამოქვეყნდა:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნინო სანდოძემ პარლამენტში გასაუბრების დროს  "მთავარი არხის" ვიდეოკლიპი სათაურით - "მოსამართლე კლავს" განიხილა და თქვა, რომ ეს "ძალიან აწუხებს". მოსამართლე სანდოძე ამბობს, რომ ეს მოსამართლეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

"ძალიან მაწუხებს ეს საკითხი, როდესაც კლიპი გადის მოსამართლეებზე - "კლავს". ეს რომ გაგრძელდეს, ჩემი ხედვაა ასეთი, რამდენიმე წელი, ეს მოცემულობა, რომ აი, ასე ცხადდება - მოსამართლე კლავს, ბავშვი, რომელიც 10 წლისაა და 4 წლის მერე იქნება 14 წლის, დამერწმუნეთ, რომ ეცოდინება, რომ ზოგადად მოსამართლე კლავს, როდესაც ეს ინფორმაცია მუდმივად დაილექება",- ამბობს ნინო სანდოძე. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" როსტომ მეფის სასახლეში დაწერილ გეგმას მიჰყვება და სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაზე სრულ კონტროლს ამყარებს. მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატთან გასაუბრება დღეს დაასრულა. 

ამასთან, ევროკავშირის შემდეგ, კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა აშშ-ის საელჩომაც და დიპლომატიურმა კორპუსმა მწვავე განცხადება გააკეთა."აშშ-ს საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია" - დიპლომატიური უწყება 

თუმცა მიუხედავად იმისა რომ ამერიკის დიპლომატიურმა უწყებამ მწვავე განცხადება ბოლო კანდიდატის გასაუბრების პარალელურად გაავრცელა, ამას ხელი არ შეუშლია მმართველი პარტიის მიზნებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი