საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 61 ადამიანი, 2 157 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 53 440 კვლევა, აქედან 29 899 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 23 541 PCR-ით. 26 ნოემბერს აიცრა 10 179 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,59%-ია, ბოლო 14 დღის - 9,01%-ია, 7 დღის - 9,03%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 835 306 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 774 458 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 871 კი გარდაიცვალა.