ტყიბულში, ღია კარიერის მეპატრონე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. კარიერის მეპატრონის დის თქმით, ადგილზე, შემთხვევის დროს, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
"შეთანხმება გვქონდა შახტასთან დადებული. ამ წუთში ნახშირის მოპოვება არ ხდებოდა, ეს იყო წმენდითი სამუშაოები, რომ არ დალუქულიყო შახტა. სავარაუდოდ, დღეს წყლის ამოტუმბვა ხორციელდებოდა, ვინაიდან წვიმები იყო და იქ წყალი გუბდებოდა.
შახტის დალუქვა არ გვინდოდა, შენარჩუნების მიზნით ვახორციელებდით სარემონტო სამუშაოებს", -თქვა შახტის მეპატრონის დამ.
ცოტა ხნის წინ, ადგილზე იმყოფებოდა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუატატიც. ის არ გამორიცხავს, რომ მომხდარის გამო შესაძლოა გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში მიწის მასა, ნახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დროს ჩამოიშალა და 2 ადამიანი მოიყოლა.
ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება აკრძალული აქვთ - პროფკავშირები