ჯანმო-ს სხვა შტამებისთვის "შეშფოთების ობიექტის" სტატუსი ასე სწრაფად არ მიუცია - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

„ანგარიში ჯანმო-ში შევიდა სამი დღის წინ, 24 ნოემბერს და 26-ში ჯანმო-მ უკვე მიანიჭა მას სტატუსი - „შეშფოთების ობიექტი“. ჯანმო-ს არცერთი სხვა შტამისთვის ასე სწრაფად ეს სტატუსი არ მიუცია. ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრი მუტაცია აქვს, გაცილებით მეტი, ვიდრე იყო ბრიტანულში, სამხრეთ აფრიკულში, ბრაზილიურში. ჯერჯერობით ეს შტამი აღმოჩენილია სამხრეთ აფრიკაში, ჰონგ-კონგში, ასევე ისრაელში და ბრიტანეთში, საეჭვო შემთხვევები არის ბელგიასა და გერმანიაში. ამ ახალი შტამის სახელწოდება გახლავთ „ომიკრონი".

ჯერჯერობით უცნობია ვრცელდება თუ არა უფრო სწრაფად და იოლად, ვიდრე „დელტა შტამი; იწვევს თუ არა მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას, ვიდრე „დელტა“ შტამი; მგრძნობიარეა ვაქცინების და მონოკლონური ანტისხეულების მიმართ, თუ მასზე ნაკლებად მოქმედებს ვაქცინა. ეს მაჩვენებლები ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ძალიან ცოტაა ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. არის გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება, ხომ არ იქნება ვაქცინა და მონოკლონური ანტისხეულები ამ შტამის დროს ნაკლებად ეფექტიანი. ჯერჯერობით მსგავსი მონაცემები არ არის, ეს შტამი არ გამხდარა დომინანტი არცერთ ქვეყანაში და 99% მოდის „დელტა“ შტამზე. ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული ამ შტამის, უბრალოდ მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება“

აცხადებს თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი