კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს და წერს:
ომიკრონით დაზაფრულებს დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს, როგორც სამხრეთ აფრიკელი ექიმი აცხადებს, ვინც ომიკრონით დაავადებულ პაციენტებს აკვირდება "უჩვეულოაო, მაგრამ სიმპტომები პაციენტების უმრავლესობას მსუბუქი აქვსო".
ასევე სამხრეთ აფრიკის იმ ნაწილში სადაც ბევრია ომიკრონის შემთხვევები პაციენტების უდიდესი ნაწილი კლინიკებში აუცრელები არიან.
ატარეთ პირბადე და აიცერით რაც შეიძლება მალე!" წერს კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ შტამს, რომელიც მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, "შეშფოთების ობიექტის" სტატუსი მიანიჭა.
ის უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით "ომიკრონის" გამო, ქვეყანაში ახალი რეგულაციები შედის ძალაში.