კორონავირუსის ახალი შტამი - საქართველოში დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოში დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

კერძოდ,  ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ 8 ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია, 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში გაივლის.

ეს ქვეყნებია:

  • სამხრეთ აფრიკა
  • ბოცვანა
  • ზიმბაბვე
  • ნამიბია
  • ლესოტო
  • ესვატინი (სვაზილენდი)
  • მოზამბიკი
  • მალავი

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.

​ჯანმომ კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამების განახლებულ სიაში "ომიკრონის" ვარიანტიც შეიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი