ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს და ინსტრუქციას აქვეყნებს.
ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?
შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე
როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?
რა არის მწვანე პასპორტი?
შენიშვნა:
“EU Digital COVID Certificate” სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანა;
საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტექტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) „CovidPass Georgia” – აპლიკაციაში ან moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე
როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია?
„Covidpass Georgia” აპლიკაციის QR წამკითხველით ან
moh.gov.ge QR წამკითხველით
წამკითხველის გამოყენებისვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის
რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?
საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს
უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და დოკუმენტის N-ს
აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს
რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)
შენიშვნა: covidpass.moh.gov.ge საიტი და „Covidpass Georgia” აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს 1 დეკემბრიდან
ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?
ობიექტს, რომლის ყველა თანამშრომელი (100%) არის მწვანე სტატუსის მქონე
მონიტორინგი და სანქციები
მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპეცის სამსახური – შერჩევის პრინციპით
ობიექტზე არა მწვანე სტატუსის პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10,000 ლარს; ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა)
ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?
"მწვანე პასპორტის" კონცეფცია საქართველოში 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.
მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშიო დარბაზები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები
შენიშვნა: მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის