ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"ჰოსპიტალურ სექტორშია 6 500-მდე ადამიანი, მძიმე ავადმყოფია 1 600 და 300-ზე მეტი არის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე [...]

რაც შეეხება ახალ შტამს, წინასწარი მონაცემებით, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო მეტი რეინფიცირების უნარი აქვს, მაგრამ რამდენად უფრო აგრესიულია შტამი, რამდენად მძიმე დაავადებებს იწვევს, რამდენად უფრო მაღალ სიკვდილიანობას იწვევს, ამაზე ჯერ უნდა იყოს დაკვირვება. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ფარავენ დღევანდელი მოქმედი ვაქცინები ამ შტამს“

- თქვა დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი