კორონავირუსს კახეთში 28 წლის ბიჭი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსს კახეთში 28 წლის ბიჭი ემსხვერპლა - გარდაცვლილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის მკვიდრია.

ახლობლების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა, მოულოდნელად დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა ის, ვაქცინირებული არ იყო.

კორონავირუსით კახეთში 30 წლამდე ასაკის 6 ადამიანია გარდაცვლილი.

ავტორი : ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი