საქალაქო სასამართლოს შიდა ეზოში მედიის წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოს შიდა ეზოში მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს არ უშვებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს 11:00 საათზე მესამე პრეზიდენტის პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცავების უპრეცედენტო მობილიზებაა.

პოლიცია სასამართლოს შიდა და გარე პერიმეტრზეა განაწილებული. სასამართლო შენობის შესასვლელთან ბარიკადებიცაა აღმართული. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.

როგორც ცნობილია, დღეს 11 საათისთვის საქალაქოსთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები იკრიბებიან. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი