არ ვიცი, არ მინახავს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს არ აქვთ ეგ - გოგა მემანიშვილი წიწაკის სპრეის გამოყენებაზე

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოსთან ამ დროისთვის ვითარება შედარებით სტაბილურია. გზის ორივე მხარეს საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. სავალ ნაწილს გდდ ამაგრებს. 

პოლიციამ დაპირისპირების დროს რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორისაა გიგი უგულავა. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

"რამოდენიმე პირი დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არ ვიცი, არ მინახავს [წიწაკის სპრეის გამოყენება]. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს არ აქვთ ეგ სხვა არ ვიცი",- თქვა გოგა მემანიშვილმა, მთაწმინდის რაიონის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი