COVID 19-ის სამი ახალი შემთხვევა - გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა საქართველოში - აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთი კი საკარანტინე ზონიდანაა.

13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და ამჟამად კოვიდცენტრებში სულ 132 პაციენტი მკურნალობს.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  ამჟამად ინფექციურში მკურნალობას 49 პაციენტი აგრძელებს, მათგან მძიმე არც ერთი არ არის.

დღეს მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით, ამჟამად კოვიდცენტრებში 132 პაციენტი მკურნალობს. ეს სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებულია.  ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევაა." - განაცხადა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბრიფინგზე.

ჯამში კი ქვეყანაში პირველი შემთხვევიდან დღემდე კოვიდ 19-ის 808 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 663 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი