დიახ, ჩვენც დავაბრუნეთ "პლაქვენილი" - მარინა ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

საქართველოში "პლაქვენილის" გამოყენება აღდგება - განცხადება ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. როგორც ის ამბობს, მედიკამენტს იმ კრიტერიუმებით გამოიყენებენ, რომელიც არის გათვალისწინებული.

დიახ, ჩვენც დავაბრუნეთ "პლაქვენილი". თქვენ იცით, პროტოკოლში დროებით შეჩერება იყო, გუშინ საღამოს გაკეთდა წერილი, რომლის საფუძველზე კვლავ აღდგება "პლაქვენილის" გამოყენება და გამოყენება მოხდება იმ კრიტერიუმებით, რაც მისთვის საჭიროა" განაცხადა ეზუგბაიამ

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაციამ "პლაქვენილით" კოვიდ-19-ის მკურნალობა შეაჩერა, თუმცა რამდენიმე დღეში ჯანმომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ორგანიზაციის ექსპერტების რეკომენდაციით, პრეპარატს ისევ დააბრუნებენ 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი