ბესიკ თამლიანს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანს, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. 

როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამლიანი სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც პოლიცისაადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

დანაშაულის ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, სადაც მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად იყვნენ შეკრებილი.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სასამართლოსთან შეკრებილი აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც.

პოლიციამ გუშინ ჯამში 15 ადამიანი დააკავა, მათ შორის გიგი უგულავაც, რომლის სასამართლო პროცესიც სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი