დაკითხვა სამოქალაქო და რელიგიური აქტიურობის გამო - სუს-ში მირთაგი ასადოვი იკითხება

გამოქვეყნდა:

დაკითხვების სერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - გახდება თუ არა ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღი. უკვე რამდენიმე დღეა, ლილუაშვილის უწყებაში დაკითხვები არ წყდება და სულ უფრო ფართოვდება იმ პირთა წრე, ვის მიმართაც სუს-ს შეკითხვები გაუჩნდა. 

ამ წუთებში, უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი, სეიდ მირთაგი ასადოვი. ამბობს, რომ სუს-ში მისი დაბარება, სამოქალაქო და რელიგიურ აქტიურობას უკავშირდება.

დღეს მეც მოწმის სტატუსით დამიბარეს უსაფრთხოების სამსახურში. სავარაუდოდ ნარიმანოვის ძეგლის თემაზე ვარ დაბარებული. საინტერესოა, ვინც ეთნიკურ შუღლს აღვივებს ისინი გამოკითხეს, თუ მხოლოდ მარნეულში თავის დაცვის პოზიციაში მყოფ აქტივისტებს იბარებენ დაკითხვაზე? დაკითხვიდან გამოსული აქტივისტები მიყვებოდნენ იმ კითხვების შესახებ, რომელსაც მათ სუს-ში უსვამდნენ. ეს დაკითხვები სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ფსიქოლოგიური ზეწოლაა. მე როგორც სასულიერო პირი ყოველთვის ქვეყანაში ერთიანობის და მშვიდობის მომხრე ვიყავი და ჩემი განცხადებები და ლოზუნგები სულ ამ შინაარსის იყო. ეს ქვეყანა ჩვენი ოჯახია და ყველა ამ ოჯახს უნდა გაუფრთხილდეს, - ამბობს ასადოვი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი