სომხეთში, ოფიციალური მოანცემებით, ბოლო 24 საათის განამავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 550-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, შვიდი ადამიანი კი გარდაიცვალა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც საავადმყოფოებში არასაკმარისი ადგილების გამო პაციეტების მიღებასა და მათ მკურნალობას ვერ ახერხებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება.
ეპიდემიის დაწყების დღიდან სომხეთში კორონავირუსის 12 ათასამდე ფაქტია გამოვლენილი, 190 პაცინეტი კი გარდაიცვალა.
კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ქვეყნის პერმიერმინისტრი და მისი ოჯახიც.