კიდევ 65 გარდაცვლილი და 4 459 ახალი შემთხვევა - 1 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 65 ადამიანი,  3 957 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 51 321 კვლევა, აქედან 32 187 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 134 ​PCR-ით. 30 ნოემბერს აიცრა 11 999 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,69%-ია, ბოლო 14 დღის - 8,91%-ია, 7 დღის - 8,65%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 740 შემთხვევა;
  • აჭარა - 186;
  • იმერეთი - 843;
  • ქვემო ქართლი - 257;
  • შიდა ქართლი - 349;
  • გურია - 136;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 358;
  • კახეთი - 260;
  • მცხეთა-მთიანეთი - 128;
  • სამცხე-ჯავახეთი - 171;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 850 102 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 792 158 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 119 კი გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი