მალე მივიღებთ PCR ტესტებს, რომელიც "ომიკრონის" შტამს ამოიცნობს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" ჯერ არ დაფიქსირებულა. 

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მალე ქვეყანაში ჩამოიტანენ ისეთ PCR ტესტებს, რომლებიც დაადგენს პაციენტს აქვს თუ არა კონკრეტულად ეს შტამი.

"კონტაქტი გვაქვს ორ ძირითად პარტნიორთან, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი ლაბორატორიული სამსახური, ბუნდესვერის ინსტიტუტის მიკრო-ბიოლოგიიის ინსტიტიუტი, რომლებიც ვფიქრობ, რომ მალე მოგვაწვდიან შესაბამის PCR ტესტებს", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, NCDC-ს ხელმძღვანელმა განმარტა, რა იციან ამ დროისთვის "ომიკრონის" შტამზე:

"ჯერ უნდა დავიცადოთ, 2-3 კვირის განმავლობაში, არ ვიცით რამდენიმე მთავარი. ვიცით ის, რომ ის უფრო ადვილად ვრცელდება და სწრაფად, განსაკუთრებით, 40-წლამდე მოსახლეობაში. არ ვიცით, ის არის მეტად აგრესიული და მეტად ვირულენტული, ვიდრე ან დელტა ან სხვა შტამი, ჯერ ეს არ ვიცით. ანუ რამდენად უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევს და რამდენად უფრო აგრესიულია, სიკვდილიანობა მეტია თუ არა, ამას სჭირდება დაკვირვება", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მანვე აღნიშნა, რომ NCDC-მ უკვე დაუგზავნა პროტოკოლი ყველა ლაბორატორიას, რა შემთხვევაში შეიძლება ეჭვი მიიტანონ "ომიკრონზე" და ნიმუშები სეკვენირების ჩასატარებლად ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნონ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი