ჯარიმები ძაღლებისა და კატების მიტოვებისთვის - კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 87 ხმით, მხარი დაუჭირა პატრონის მიერ, ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტის თანახმად, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ - გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარით; იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 3000 ლარით.

კანონი ძალაში 2022 წლის ბოლოდან შევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი