"ვის ხელში და რის იმედზე ტოვებთ ამ აუცრელ ხალხს? ცოდვის კალო ტრიალებს ყველგან" | ზურაბ გურული ხელის

გამოქვეყნდა:

"არ წყდება გაუბედურებული ადამიანების წერილები... სრული პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე ქვეყნის მმართველების კისერზეა" - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული წერს და საქართველოში კოვიდპანდემიისა და ვაქცინაციის მიმართულებით არსებულ სიტუაციას ეხმაურება. 

"საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ვინც კარგად იცნობთ და აცრებზე ფილოსოფოსობთ, როგორ გძინავთ ღამით ნეტავ?

ბევრჯერ დავპირდი საკუთარ თავს, რომ გულგრილად გავატარებდი ამ თემას, მაგრამ არ წყდება გაუბედურებული ადამიანების წერილები. ვის ხელში და რის იმედზე ტოვებთ ამ აუცრელ ხალხს, განსაკუთრებით რეგიონებში? ცოდვის კალო ტრიალებს ყველგან. ალბათ დრო რომ გავა, შესაძლებელი გახდება ამ წერილების გასაჯაროება და მერე გავიაზრებთ რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საცოდავ ქვეყანაში, ვიღაცეების უვიცობისა და ვიღაცეების ფშუტე ამბიციების გამო.

და ჰო, სრული პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე ქვეყნის მმართველების კისერზეა და შეგიძლიათ ესეც პოლიტიკურ განცხადებად ჩათვალოთ" - წერს გურული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი