მე მინდა ხალხმა იცოდეს, 26 მაისს რა იყო... - მიხეილ სააკაშვილის პასუხი ბრალდებას

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, რიჩარდ ჰოპლბრუკი, რომელიც იყო საქართველოს თავგადაკლული მეგობარი [...] პირველი ჩემი შესაძლებლობა იყო, რომ შევხედროდი ობამას და ბაიდენს ერთად, ჩავედი და შევხვდი, აქ აქვთ ხარჯებში, 9 მილიონში, მისჯიან 11 წელს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტთან შესახვედრად - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე, მისი ბრალდების საქმის დეტალების განხილვისას.

მიხეილ სააკაშვილი მის მიერ, 26 მაისის აქციაზე გაცემულ ბრძანებაზეც ისაუბრა

"მე მინდა ხალხმა იცოდეს 26 მაისს რა იყო. აგერ არის თემურ ჯანაშია და დადაასტურებს. მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო, იმიტომ, რომ გადაუარა მანქანამ პროტესტანტების, პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათ უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარულება არ ყოფილა და იყო ჩაკეტილი ორივე მხრიდან ეს მოედანი. თემურმა დამირეკა, რომ ძაან ცუდი სიტუაციაა, პოლიცია გავეშებულია, უფროსებს აღარ ემორჩილებიან, იმიტომ, რომ თავისიანი მოუკლეს და რა ვქნათო. ერთადერთი რა შეგვიძლია, რომ გავუხსნათ პიონერთა სასახლის მხარე და იქიდან გამოვარიდოთ ყველა. მე ვუთხარი, დაუყოვნებლივ, ყველა დემონსტრანტი ყველა მიმართულებით გაიქცეს. აი ეს არის ბრძანება, რომელიც მე გავეცი 26 მაისს, ერთადერთი." ამბობს მიხეილ სააკაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი