ე.წ. პიჯაკების საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს ჩაინიშნა. დღევანდელი განხილვა კი თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებულია.
პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება და შოთაძის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს წარმომადგენლობით ხარჯს ედავებიან და ამტკიცებენ, რომ გაფლანგულია დაახლოებით 9 მილიონი.