საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 67 ადამიანი, 3 397 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 51 749 კვლევა, აქედან 31 223 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 526 PCR-ით. 2 დეკემბერს აიცრა 11 699 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,92%-ია, ბოლო 14 დღის - 8,75%-ია, 7 დღის - 8,39%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 857 933 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 799 850 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 258 კი გარდაიცვალა.