ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ქობულეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა დილით მოხდა.

გარდაცვლილს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. 

როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი