საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 40 ადამიანი, 2 014 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 54 482 კვლევა, აქედან 32 510 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 21 972 PCR-ით. 3 დეკემბერს აიცრა 11 889 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,25%-ია, ბოლო 14 დღის - 8,66%-ია, 7 დღის - 8,33%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 861 883 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 801 864 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 298 კი გარდაიცვალა.