ახალი რეალობაა ომიკრონთან დაკავშირებით, უვადო მწვანე პასპორტი არ შეიძლება იყოს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

ისევ დაიწყო სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები და რა თქმა უნდა, წამოვა ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევებიც. ქვეყანაში იმუნური ფენა იმატებს, მილიონი მოსახლე უკვე სრულად აცრილია, გადაიტანა 861 000 ადამიანმა და უსიმპტომოდ ალბათ კიდევ უფრო მეტმა გადაიტანა. ჩვენ ახლა ვითვლით და მალე გვექნება პასუხი, რამდენია იმუნური ფენა ქვეყანაში. სექტემბრის ბოლოს გვქონდა დათვლილი და მაშინ 54%-ზე გავედით, ახლა მეტი იქნება, 60%-ს ასცდებოდა. დარჩენილი 30%, თუ 35% გაავრცელებენ დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია. ჯერ „ომიკრონი“ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება და რეინფექცია საკმაოდ სერიოზულია. წინასწარი შედეგებით​, რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია.[...]

ჩვენი პოზიცია იცით, ადრეც გაჟღერდა. ახლა ახალი რეალობაა "ომიკრონთან" დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს, რომ უვადო არ შეიძლება, იყოს პასპორტი

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი