ზვიადაური იმალება - პოლიციის მაღალჩინოსანი მეგობრები, "დელტას" საშვი და სამართალი შერჩევით

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ზურაბ ზვიადაურს მის საცხოვრებელ სახლთან შევხვდით, თუმცა აგრესიული საუბრის გარდა მისგან ვერაფერი მოვისმინეთ.

ზვიადაურის ლოდინში საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ. ლექსუსის ჯიპზე,რომლითაც რამდენიმე დღის წინ ციხიდან გამოსული ოლიმპიური ჩემპიონი გადაადგილდება, თავდაცვის სამინისტროს საშვი იყო.

თავდაცვის სამინისტროშიც დაგვიდასტურეს და აგვიხსნეს, რომ ეს კონკრეტული საშვი მხოლოდ "დელტას" შიდა ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის არის საჭირო და ალბათ ზვიადაურის რომელიმე მეგობრის კუთვნილია. 

ოლიმპიური ჩემპიონს ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად და დამტკიცების შემთხვევაში 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თელავის რაიონულმა სასამართლომ მძიმე აღკვეთი ღონისძიება მსუბუქით შეუცვალა და 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

სასამართლოს უახლეს ისტორიაში არავის ახსოვს ასეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაეთავისუფლებინოთ.

ზურაბ ზვიადაური ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას არ უარყოფს და მის საქმეზე განაჩენის გამოტანას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ანდობს.

ოლიმპიური ჩემპიონი  აღიარებს,რომ კენჭოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მაგრამ  ადვოკატები ამტკიცებენ რომ ის აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა.

16 აგვისტოს, წინანდალში, ნიკა კენჭოშვილმა ზვიად ზვიადაური და ვასილ ცოცხალაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა, ამის შემდეგ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ავტომობილიდან იარაღი ამოიღო და ძმის მკვლელს მიჯრით გულის არეში ესროლა. ეს აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედება არ არის.

მე-8 -ე მოწვევის პარლამენტის წევრი ხელისუფლების პირველ პირებთან და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებთან მეგობრობს.

გათავისუფლების შემდეგ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ძებნის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ავტომობილში ჩაჯდა და ტერიტორიიდან წავიდა. გიორგი მდინარაძის მიერ ამ  სურათის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მალევე  წაშლა. 

2008 წელს შსს-დან სკანდალით წასული გიორგი მდინარაძე უწყებაში 2012 წელს აღადგინეს. ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში ჯერ იმერეთის, შემდეგ კი გურიის სამხარეო პოლიციის უფროსად მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი