მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს - მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

ლიახვის ქუჩაზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. მოკლულია 17 წლის მოზარდი, რომელსაც ჭრილობები პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობას კი წინ დაპირისპირება უძღოდა, თუმცა რა მიზეზით, ამ ეტაპზე უცნობია.

მკვლელობის ადგილას პოლიცია ამ წუთებში მუშაობს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. უცნობია იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი