მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში პასუხობენ.
განცხადება მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა გააკეთა და განმარტა, რომ მესამე პრეზიდენტი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ, ექიმის დანიშნულებისამებრ იღებს და არავითარ ზედოზირებას ადგილი არ აქვს.
ნინო გოგორიშვილი ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის დღიდან სახელმწიფო სამედიცინო კონსილიუმი მუშაობს და ყველა მედიკამენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ენიშნება "ძლიერ წნეხს" გადის.
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს თქვენ მოგისმენიათ ბევრი რესპოდენტის კომენტარი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ზოგი არის ემოციებზე დაყრდნობით, ზოგი თავის მოსაზრებით, მაგრამ მე ვიმეორებ, ამჟამინდელი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
ყველა მედიკამენტი რომელიც ინიშნება გადის საკმაოდ ძლიერ წნეხს, რომ არ იყოს წამლის გვერდითი მოვლენა, არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით.
რაც შეეხება ფსიქოტროპულ პრეპარატებს, რაც დღეს მუსირებს პრესაში. 2020 წელს ბატონმა მიხეილმა გადაიტანა კოვიდი და ჰქონდა ძილის პრობლემები და ჰქონდა დანიშნული გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები.
საბაზისოდ იყო აღებული ის პრეპარატები, რომელსაც ღებულობდა შემდგომ მკურნალობის პერიდოში, დაკვირვების შემდეგ განიცადა ტრანსფორმაცია, დღესდღეობთაც რჩება ძილის პრობლემა, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდებით...
დოზირება არც ერთხელ არ იყო გადამეტებული, ყველა დოზა იყო მინიმალური დასაშვები, მაღალ დოზებზე არ იყო ლაპარაკი და არც მიუღია ბატონ მიხეილს მაღალი დოზა." ამბობს ექიმი, ნინო გოგორიშვილი.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არიან სხვა სპეციალისტების აზრიც მოისმინონ და გაითვალისწინონ, მაგრამ არა ეკრანიდან.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი არ აკონკრეტებს პრეპარატის სახელს, რომელსაც მესამე პრეზიდენტი იღებს, თუმცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს იმ მედიკამენტს აძლევენ, რომელიც სახელმწიფო კომისიისა და მარიამ ჯიშკარიანის ექსპერტთა კომისიის ერთობლივად შეაჯერეს:
"შეჯერება მოხდა მარია ჯიშკარიანის კომისიის და სახელმწიფო კომისიას შორის და პრეპარატები ისე ინიშნება. ყველა კომისიის აზრი გათვალისწინებულია და შეჯერებული მკურნალობა მიდის" განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმმა და აღნიშნა, რომ მარიამ ჯიშკარიანის განცხადება "მის მოსაზრებაა და არა ჩვენი".
სკანდალურ განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატებს ასმევენ, პირველად "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" საუბარში დღეს გააკეთა. მისი თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის დაწესებულების, ისე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში
ინფორმაცია დაადასტურა "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ექიმმა ოთარ თოიძემაც.