საქალაქო სასამართლო ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული ორი პირის- მერაბ ხიდაშელის და მამუკა გურჩიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეზე მსჯელობს. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროკურტურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფასრდების შუამდგომლობას აყენებს, დაცვის მხარე კი გირაოთი მათ გათავისუფლებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ სროლა ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამ ივნისს მოხდა. დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევის მიზეზი კავე "არტ ჰაუსის" წილების გადანაწილებას უკავშირდება.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო.
სამართალდამცველებმა მამუკა გურჩიანის ბინიდან ჩხრეკისას დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ მომხდარის კიდევ ერთ მონაწილე პირს.