დაჭრილი პატიმარი და ძალადობრივი დაკავება -პატიმარი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ნომერ მეორე ციხის პატიმარი სამართალდამცველებს სასტიკ და არაჰუმანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. პატიმარი "მთავარ არხს" თავად დაუკავშირდა და მოყვა ის, რასაც შსს მალავდა.

როგორც "მთავართან" საუბარში გიორგი დანელია ამბობს, დაკავების შემდეგ პოლიციელბმა ის მიბჯენით, მუხლში დაჭრეს. ფაქტს კი ათეულობით თვითმხილველი ჰყავს.

მოვიდა დასაკავებლად და პირდაპირ მუხლში მესროლა. გამოძიებისგან ვითხოვ, რატომ არაა დადგენილი მანძილი და ყველაფერი. იქ არიან მოწმეები, არანაირი იარაღი არ მქონია, პოლიციელიც გამოიკითხა და მოსამართლეს მისცა ჩვენება, რომ მაგას იარაღი არ ჰქონიაო - ამბობს დანელია "მთავართან" საუბარში

დანელია სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებმა აბაშაში დააკავეს. პატიმარი დაკავების ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველებსაც ასახელებს. მისი თქმით, მის აყვანაში პოლიციელები გვენეტაძე და შვანგირაძე მონაწილობდნენ. როგორვც დანელია ვარაუდობს, სამარტაკლდამცველებს მის მიმართ პირადი მოტივები ამოძრავდებდათ.

პატიმრის ოჯახში ამბობენ, რომ უკვე ორი წელია სიმართლის დადგენას უშედეგოდ ცდილობენ. მათ გაუსაძლისი ეკონომიური მდგომარეობის გამო, ადვოკატის აყვანაც ვერ მოახერხხეს.

გიორგი დანელიას საქმის შესახებ იციან ადგილობრივ ოპოზიციაში. პატიმარმა ციხიდან წერილი მათაც გაიგზავნა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მოძალადე პოლიცილებს სისტემა მფარველობს.

არანაირი აუცილებლობა რა იყო რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო იარაღი. ამ პიროვენბის მიმართ არის ჩადენილი დანაშაული პოლიციელების მხრიდან - ამბობს სამტრედიის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა ბიბილეიშვილი.

გიორგი დანელია ამბობს, ორმ თუ მისი საქმით, გამოძიება არ დაინტერესდება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობას დაიწყებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი