"მთავარის" ინფორმაციით, საქმის მასალებში მკვლელობის იარაღი არ დევს - პოლიცია დანაშაულის სხვა ფიგურანტებს ეძებს 

გამოქვეყნდა:

ექსპერტ- კრიმინალისტები, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ნაძალადევის რაიონში, იმ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმის ორი ბრალდებული აიყვანეს.

დაკავებულები ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან. მათ ბრალის ოფიციალურად დაახლოებით 1 საათში წარუდგენენ. შესაძლოა, დღესვე ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. 

პარალელურად სამართალდამცველები მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების ეძებენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ცივი იარაღი, რომლითაც 15 წლის მოზარდს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, საქმის მასალებში არ არის, შესაბამისად ჩნდება მთავარი კითხვა, ვის ეკუთვნოდა ცივი იარაღი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი