ცდილობდა სასამართლო ქუჩურ გარჩევას დამსგავსებოდა - პროკურორი ხაზარაძეზე

გამოქვეყნდა:

როდესაც პასუხი არ ჰქონდა, გადმოდიოდა თავდასხმაზე  და ცდილობდა სასამართლო ქუჩური გარჩევისთვის დაემსგავსებინა - ამბობს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი "ფულის გათეთრების" საქმეზე, მამუკა ხაზარაძის ჩვენების შემდეგ.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე წარიმართა.

ყველა კითხვაზე რაც ბრალდების მხარემ კრიტიკულად დაუსვა, მას პასუხი არ ჰქონდა. როდესაც მას პასუხი არ ჰქონდა, გადმოდიოდა პროკურორების თავდასხმაზე და ცდილობდა სასამართლო პროცესი ქუჩურ გარჩევას დამსგავსებოდა." ამბობს პროკურორი.

მისივე თქმით, ბრალდება ბოლო ეტაპზეა და მომდევნო სხდომაზე ბრალდებულების დაკითხვა გაგრძელდება - "მიგვაჩნია, რომ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, გამამტყუნებელი განაჩენის სახით" ამბობს პროკურორი ტყეშელაშვილი.

ასევე იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი