გართობა პანდემიის ფონზე - თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების წესებს არ იცავენ და ვირუსის არსებობის არ სჯერათ

გამოქვეყნდა:

გასართობი ადგილები თბილისში, სადაც უსაფრთხოების წესებს არ იცავენ. "მთავარი" ერთ ერთ პოპულარულ და ახალგაზრდებისთვის საყვარელ დაწესებულებაში მივიდა. აღმოჩნდა, რომ ადგილზე დაცული არ არის დისტანცია და მოქალაქეების ნაწილს არც პირბადე უკეთია.

კითხვაზე, რატომ არ იცავენ დადგენილ ნორმებს,  ნაწილი მათგანი ამბობს, რომ კორონავირუსის არ ეშინია, ზოგს კი ამ ვირუსის არსებობის საერთოდ არ სჯერა:

დისტანცია ვერ იქნბა დაცული ასეთ ადგილას. არ მეშინია იმიტომ, რომ ამ მჯერა. მართლა რეალური რომ იყოს შემეშინდებოდა - ამბობს გასართობი დაწესებულების ერთ ერთი სტუმარი.

დაცვის სამსახურის წარმომადგენელი კი "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ მათთან ყველა წესი დაცულია, დისტანციასაც იცავენ და სტუმრებს სიცხესაც უზომავენ.

ამ დროისათვის კი საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო 24 საათში ინფიცირების მაჩვენებლი ერთით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 674 პაციენტი

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი